Deals
Wine Bar
Wineries
Product details:
ჭიქაში ღვინო ლამაზი ქარვისფერი შეფერილობით ხასიათდება. არომატში საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს თეთრი ხილისა და წიწვოვანი მცენარეების გამორჩეული, სასიამოვნო ნოტები. გემოზე იგი ხასიათდება ცინცხალი მჟავიანობით, რაც იდეალურად აბალანსებს მის სტრუქტურას და სასიამოვნო, საშუალო ხანგრძლივობის დაბოლოებით სრულდება. ეს 14%-იანი ალკოჰოლის შემცველობის მქონე ქარვისფერი მშრალი ღვინო საოჯახო მარან „დავალეს“ მიერ არის შექმნილი, სადაც კახეთის რეგიონში მოყვანილი მწვანის ჯიში კლასიკური მეთოდით, ჭაჭაზე კონტაქტით არის დადუღებული და შემდგომ მუხის კასრშია დავარგებული. ჭაჭაზე მაცერაციისა და მუხის კასრის სინთეზის წყალობით, ღვინოს ბოთლში დაძველების შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია. კულინარიული კუთხით, ღვინო შესანიშნავად ეხამება საერთაშორისო სამზარეულოს. იგი იდეალური პარტნიორია შემწვარი ფრინველის ხორცისთვის (მაგალითად, ინდაური ან ქათამი), გრილზე მომზადებული თევზისთვის, სოკოს კერძებისა და დაძველებული მყარი ყველისთვის.Specifications:
ფერი
ნარინჯისფერიარომატი
ტექნოლოგია
Customer reviews:
Rating Snapshot
5 Stars
(0)
4 Stars
(0)
3 Stars
(0)
2 Stars
(0)
1 Star
(0)
Overall rank
No reviews yet.
Explore more wines from our collection
Unable to load reviews. Please try again.
If an account exists for this email, you will receive password recovery instructions shortly. If you need further assistance, feel free to reach out to the 8000 Vintages support team.
100 % Secure payments:
100 % Secure payments:
100 % Secure payments: