Deals
Wine Bar
Wineries
პროდუქტის დეტალები:
კახეთის რეგიონში წარმოებული ეს 2024 წლის წითელი ღვინო ოცხანური საფერესა და პინო ნუარის საინტერესო შერწყმას წარმოადგენს. კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო აერთიანებს იმერული ჯიშის სტრუქტურულ ხასიათსა და პინო ნუარის ელეგანტურ სიფაქიზეს, რაც მას დახვეწილ და მრავალშრიან პროფილს ანიჭებს. ღვინო ლალისფერი ელფერით გამოირჩევა. არომატში იგრძნობა ალუბლისა და წითელი ხილის ტონები, რომელსაც მცენარეული და სანელებლების შტრიხები ავსებს. სურნელი ჰარმონიული და გამოკვეთილია, ხილისა და მსუბუქი სანელებლოვანი ელემენტების დაბალანსებული თანხვედრით. გემოზე მაღალი მჟავიანობა ღვინოს ენერგიასა და დინამიკას სძენს, ხოლო მრგვალი ტანინები სტრუქტურას ელეგანტურ და მომრგვალებულ ფორმას აძლევს. ტექსტურა დაბალანსებულია და სუფთა, რაც ღვინოს დახვეწილ ხასიათს უსვამს ხაზს. იდეალურად უხდება გრილზე მომზადებულ თეთრ და წითელ ხორცს, სოკოზე დაფუძნებულ კერძებს, ნიგვზიან ბადრიჯანს და დავარგებულ ყველს. ასევე კარგად ერწყმის ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულოსა და ზომიერად სანელებლიან მენიუს.სპეციფიკაციები:
მომხმარებელთა მიმოხილვები:
რეიტინგის მოკლე მიმოხილვა
5 ვარსკვლავი
(0)
4 ვარსკვლავი
(0)
3 ვარსკვლავი
(0)
2 ვარსკვლავი
(0)
1 ვარსკვლავი
(0)
საერთო რეიტინგი
ჯერ არ არის მიმოხილვები.
გაეცანით ჩვენს კოლექციაში არსებულ სხვა ღვინოებს
მიმოხილვების ჩატვირთვა შეუძლებელია. გთხოვთ, სცადოთ ხელახლა.
100%-ით უსაფრთხო გადახდები:
100%-ით უსაფრთხო გადახდები:
100%-ით უსაფრთხო გადახდები: