Deals
Wine Bar
Wineries
პროდუქტის დეტალები:
ეს ღვინო ვაზისუბნის მამულების განსაკუთრებული ეტიკეტია, რომელზეც წაკითხული ფრაზა „ერთ ჭურჭელში დაეტია 9 მზით სავსე 9 მტევანი“ მიუთითებს იმაზე, რომ თითო ბოთლის საწარმოებლად 9 მტევანია საჭირო. ეს ღვინო წარმოადგენს ოთხი წამყვანი კახური ჯიშის კუპაჟს: ქისი, კახური მწვანე, ხიხვი და რქაწითელი. დაღვინებულია თეთრი ღვინის კლასიკური ტექნოლოგიით.
ღვინოს ახასიათებს ჩალისფერი შეფერილობა, მომწვანო ელფერით. აქვს ინტენსიური და სახალისო ბუკეტი, განსაკუთრებით გამოხატულია ციტრუსის, ტროპიკული ხილისა და ყვავილოვანი არომატები. ახასიათებს სრული სხეული დაბალანსებული მჟავიანობითა და თბილი, გამყოლი დაბოლოებით.
სასურველია ღვინო მის ადრეულ ასაკში მიირთვათ. კარგად შეეხამება თეთრი ფრინველის ხორცს, გამომცხვარ ორაგულს ინტენსიური სოუსით, დავარგებულ ყველს.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
სპეციფიკაციები:
მომხმარებელთა მიმოხილვები:
რეიტინგის მოკლე მიმოხილვა
5 ვარსკვლავი
(0)
4 ვარსკვლავი
(0)
3 ვარსკვლავი
(0)
2 ვარსკვლავი
(0)
1 ვარსკვლავი
(0)
საერთო რეიტინგი
ჯერ არ არის მიმოხილვები.
გაეცანით ჩვენს კოლექციაში არსებულ სხვა ღვინოებს
მიმოხილვების ჩატვირთვა შეუძლებელია. გთხოვთ, სცადოთ ხელახლა.
100%-ით უსაფრთხო გადახდები:
100%-ით უსაფრთხო გადახდები:
100%-ით უსაფრთხო გადახდები: