Deals
Wine Bar
Wineries
Product details:
ღვინო დამზადებულია კახური ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ჭაჭა-კლერტზე დუღილის შედეგად. ახასიათებს ინტენსიური ქარვისფერი შეფერილობა ნარინჯისფერი ელფერით. ახლადსერვირებული ღვინო ჭიქაში შეიძლება შებოჭილი მოგეჩვენოთ, აერაციის შემდეგ კი იხსნება და ავლენს ავთენტურ ქართულ ხასიათს. გამოხატულია ლეღვის ჩირის, გამომცხვარი კომშის, სანელებლებისა და მსუბუქი კვამლის არომატები. აქვს სრული სხეული და სახასიათო ტანინები.
ღვინო კარგ ფორმაშია უკვე მისართმევად, თუმცა აქვს რამდენიმე წელი დავარგების პოტენციალიც. იდეალურად შეეხამება გრილზე შემწვარი ფრინველის ხორცს არტიშოკის ან ასპარაგუსის გარნირით, ასევე შუააზიურ ფლოვს ბატკნის ხორცით.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
Specifications:
იკონკები
ფერი
ნარინჯისფერიარომატი
თეთრი ხილის ჩირიგემო
ტექნოლოგია
ქვევრი/მუხის კასრიჯიში
რქაწითელისაოჯახო მარანი
არჩილის ღვინოადგილი
Customer reviews:
Rating Snapshot
5 Stars
(0)
4 Stars
(0)
3 Stars
(0)
2 Stars
(0)
1 Star
(0)
Overall rank
No reviews yet.
Unable to load reviews. Please try again.
If an account exists for this email, you will receive password recovery instructions shortly. If you need further assistance, feel free to reach out to the 8000 Vintages support team.
100 % Secure payments:
100 % Secure payments:
100 % Secure payments: