Deals
Wine Bar
Wineries
Product details:
ჭიქაში ღვინო თვალისმომჭრელი ბროწეულისფერი შეფერილობით ხასიათდება. მის არომატში საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს გამოკვეთილი მინერალური ტონები და პიკანტური სანელებლები. გემოზე იგი გამოირჩევა ცინცხალი მჟავიანობითა და რბილი ტანინებით, რაც ღვინოს დასამახსოვრებელ, ხანგრძლივ დაბოლოებას სძენს. ეს 15%-იანი ალკოჰოლის შემცველობის მქონე, მძლავრი წითელი მშრალი ღვინო, მარან „ჯაფარას“ მიერ, ქართლის რეგიონში, ბოლნისის მიკროზონაში მოყვანილი იშვიათი შავკაპიტოს ჯიშისგან, უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდით — ქვევრშია დაყენებული. მაღალი ალკოჰოლისა და ქვევრის ტექნოლოგიით მიღებული მძლავრი სტრუქტურის წყალობით, მას ბოთლში დაძველების შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია.
კულინარიული კუთხით, ღვინო იდეალურად ეხამება საერთაშორისო სამზარეულოს მდიდარ კერძებს. იგი საუკეთესო პარტნიორია გრილზე შემწვარი წითელი ხორცისთვის (სტეიკი), ბარბექიუსთვის, სოკოს ინტენსიური კერძებისა და დაძველებული მყარი ყველისთვის.
Specifications:
Customer reviews:
Rating Snapshot
5 Stars
(0)
4 Stars
(0)
3 Stars
(0)
2 Stars
(0)
1 Star
(0)
Overall rank
No reviews yet.
Explore more wines from our collection
Unable to load reviews. Please try again.
If an account exists for this email, you will receive password recovery instructions shortly. If you need further assistance, feel free to reach out to the 8000 Vintages support team.
100 % Secure payments:
100 % Secure payments:
100 % Secure payments: